Tuesday, March 10, 2009

წიგნი და ისტორია


წიგნი ძალიან დიდ გავლენას ახდენს ადამიანის ფსიქიკის ჩამოყალიბებაზე. ყველა წიგნი ადამიანს რაღაცას უტოვებს, იმ რაღაცას რასაც ადამიანი შემდეგ ცხოვრებაში იყენებს , შეგვიძლია თავისუფლად ვთქვათ რომ ადამიანის პიროვნულობაში წიგნი დიდ როლს თამაშობს...
ცხოვრების მანძილზე ადამიანს უყალიბდება შეხედულება ყველაფრისადმი, ერთგვარი ცხოვრებისეული იდეოლოგია, რასაც გარკვეულ წილად გნაპირობებს წიგნი. არსებობენ ადამიანები რომლებიც ცვლიან ისტორიას, და ცდილობენ თვითონ შექმნან ის, და გახდნენ მისი მთავარი მამოძრავებელი ნაწილი., ხშირად აღწევენ კიდეც მიზანს... ამ ადამიანებს ძირითადად მართავენ წიგნები, აქედან გამომდინარე შეიძლება ვთქვათ რომ წიგნები ქმნიან ისტორიას...
ადამიანები რომლებსაც აქვთ დიდი ძალაუფლება ხელში, ცვლიან ისტორიას და თითოეული ადამიანის ცხოვრებას. სწრაფვა ძალაუფლებით ისტორიის შეცვლისა დაიწყო ათასობით წლის წინ და დაუსრულებლად გაგრძელდება მანამ სანამ კაცობრიობა იარსებებს.
ალექსანდრე მაკედონელის საყვარელი წიგნი ჰომეროსის “ილიადა” იყო, წიგნი ტროას ომზე, შეიძლება ითქვას რომ ამ წიგნმა დიდი გავლება იქონია ალექსანდრეს, როგორც პიროვნების და როგორც მმართველის, მეომრის, ჩამოყალიბებაზე. ალექსანდრეს ქონდა დაუოკებელი ჟინი მიეღწია რაღაც ახლისთვის, ებრძოლა ახალი ქვეყნის დასაბყრობად.
გადიოდა დრო, იცვლებოდა ადამიანი, იცვლებოდნენ მმართველები და იცველებოდა მსოფლიოზე გაბატონების საშუალებები, მაგრამ წიგნის გავლენა მაინც ყოველთვის ემჩნეოდა ადამიანის ბუნებას. იყო ალექსანდრე, შემდეგ კიდევ ბევრი, და კიდევ ბევრი იქნება...
დაიწერება ახალი წიგნები რომლებიც სულ სხვა კუთხით დაგვანახებენ ყველაფერს. გაჩნდება ახალი მიზნები და მათი მიღწევის საშუალებები და ყოველთვის იქნებიან ადამიანები , რომლების მიჰყვებიან დევიზს:”მიზანი ამართლებს საშუალებას” და ყველაფერს გააკეთებენ დიადი მიზნის მისაღწევად, და ყოველთვის შეიქმნება წიგნები რომლებიც გავლენას მოახდენენ ამ ადამიანებზე და მათი საშუალებით ისტორიაზეც.
ხშირად მმართველი ცდილობს გაბატონდეს არა მხოლოდ ქვეყანაზე და ხელში ჩაიგდოს მისი მმართველობა, არამედ უგულებელყოს ადამიანის სუბიექტურობა და მართოს ის. მმართველის პრივილეგია არ არის მხოლოდ ის, რომ გამოიყენოს სხვილი იდეოლოგია, ერთ-ერთი მთავარი იარაღი მისი ძლიერებისა არის გონიერება, ის მიუხედავად იმისა რომ ემხრობა გარკვეულ ერთ იდეოლოგიას ის კარგად სწავლობს მოწინააღმდეგე აზრის მქონე ადამიანთა შეხედულებას.
ყველა დიქტატორი ცდილობს ჩაახშოს დამოუკიდებელი და თავისუფალი აზრი, რაც იწვევს წინააღმდეგობას, და ამ გზით დაიმორჩილოს ადამიანი. ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ რომ იყვნენ ფილოსოფოსები რომლებიც დაწვრილებით აღწერდნენ ადამიანის თავისუფლებისკენ მიმავალ გზას. მის მიღწევაში ჩვენ გვეხმარება ბევრი ფაქტორი. ამ ფაქტორებს აქრობდნენ მმართველები და ნერგავდნენ ახალ იდეოლოგიეს სადაც არაა საჭირო იყო დამოუკიდებელი, თავისუფალი, მოაზროვნე... ამით ისინი აღწევდნენ იმას, რომ აქრობდნენ ყოველგვარ რწმენას ღვთისადმი და თვითონ გარკვეული პიროვნებები იკავებდნენ მის ადგილს. ამ ნაბიჯით კი ადამიანს უჩნდებოდა ილუზია რომ მას არასფრის უფლება და ძალა არ შესწევს და მხოლდ “ის ერთი” არის ყველაფრის ბატონ-პატრონი. მმართველისთვის ყველაზე დიდი წინააღმდეგობა იყო წიგნი, წიგნი, რომელსაც შეეძლო ადამიანზე უდიდესი გავლენის მოხდენა, რომელსაც შეეძლო ადამიანისთვის თავიდან ესწავლებინა როგორ შეეძლო გამხდარიყო თავისუფალი ... ეს წიგნი იყო ბიბლია... ამითი აიხსნება რატომ ებრძოდა რელიგიას და განსაკუთრებით ბიბლიას ყველა “დიადი” დიქტატორი.
სწორედ ამ გზას მიყვებოდა ყველა დიდი იდეოგლოგი, ადამიანი რომელიც ქმნიდა რასიზმის, ფაშიზმის, ლენინიზმის, კომუნიზმის და სხვათა. ხოლო ყველა ამ ადმიანის იდეოლოგიაზე გავლენას ახდენდა წიგნი. ამ ადამიანების ცხოვრების ყოველ ეტაპს თან ახლდა წიგნი. წიგნი რომელმაც დიდი როლი ითამაშა მათი იდეოლოგიის ჩამოყალიბებაში.

ავტ: გვასალია ანა
ხუნძაყიშვილი მარი
 

პროექტები | 63-ე საჯარო სკოლა | ჩვენ შესახებ